ფეხბურთი

19:48 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ სეზონის პირველივე მატჩში გოლი გაიტანა (+VIDEO)

გიორგი მიქაუტაძემ ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. „მეცმა“ პრესეზონზე ამხანაგური მატჩი ბელგიურ სერენთან ჩაატარა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

გიორგიმ ვარჯიში 4 დღის წინ დაიწყო და ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. 53-ე წუთზე კი ახლო მანძილიდან გაიტანა და გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ 86-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა. მოგეხსენებათ, გიორგი 2020-2022 წლებში იჯარით სწორედ "სერენში" თამაშობდა და ორივე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„მეცი“ პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებს, ლიგა 1-ის პირველ ტურში კი 13 აგვისტოს, „რენს“ დაუპირისპირდება, მეორე ტურში უკვე მარსელის „ოლიმპიკთან“ ითამაშებს.

მიქაუტაძე დარჩება თუ არა, „მეცში“, ჯერჯერობით უცნობია, რადგან რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ცნობილია, რომ ფრანგები მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

0.11675