ჩოგბურთი

19:03 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკეტა ვონდროუშოვა უიმბლდონის ჩემპიონია

უიმბლდონის ქალთა თანრიგის ფინალში მარკეტა ვონდროუშოვამ უნს ჟაბური დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

24 წლის ჩეხი ჩოგბურთელის ტრიუმფი სენსაციაა, რადგან WTA-ს რეიტინგში მხოლოდ 42-ე ადგილზე იყო, ხოლო უიმბლდონზე სულაც განთესვის გარეშე თამაშობდა! ის ქალთა უიმბლდონის ისტორიაში პირველი ჩემპიონია, რომელიც ამ ტურნირზე, მას მერე, რაც ის გრანდ სლემია, განთესილი არ იყო. ცხადია, მარკეტას კარიერაში ეს არის პირველი გრანდ სლემის ტიტულიც.

ფინალური შეხვედრა ჩეხმა საათსა და 22 წუთში, 6:4, 6:4 მოიგო. ორივე სეტში ჟაბური იგებდა, მაგრამ ვონდროუშოვამ დააქამბექა. პირველ სეტში ტუნისელი 4:2-ს იგებდა, მაგრამ ზედიზედ 4 გეიმი დათმო და სეტებში ჩამორჩა, ხოლო მეორე სეტში ჟაბური წინ 3:1 გაიჭრა, მაგრამ მერე ისევ გაანიავა უპირატესობა და სეტთან ერთად შეხვედრაც წააგო.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთან შორის უიმბლდონის ფინალი 16 ივლისს გაიმართება, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარლოს ალკარასი შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.457314