ფეხბურთი

15:56 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

Goal Italia "ლაციოში" მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე...

იტალიური Goal.com რომის „ლაციოში“ გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელი იტალიელ გულშემატკივარს გააცნო.

სტატიაში ძირითად საუბარია გიორგის განვლილ კარიერასა და მის სათამაშო თვისებებზე. რა თქმა უნდა, შედარება ხდება ხვიჩა კვარაცხელიასთანაც:

„კიდევ ერთი ქართველი მზადაა სერია A-ში მოსასვლელად. მიქაუტაძე სატრანსფერო ბაზარზე „ლაციოს“ დაუკავშირეს. ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ჩამოსვლამ შექმნა „ადრე“ და „შემდეგ“ იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში: იმიტომ, რომ მეორე ქართველია, რომელმაც მოახერხა ჩვენი ჩემპიონატის მოგება კახა კალაძის შემდეგ.

კვარაცხელიას ამბავი სულ სხვანაირი იყო: ჩამოვიდა და „ნაპოლის“ სკუდეტო დაუბრუნა. თუმცა, ის ერთადერთი ქართველი არ არის, რომელმაც თავისი თვისებებით შთაბეჭდილება მოახდინა. ლიონში დაბადებული, მაგრამ ეროვნებით ქართველი გიორგი მიქაუტაძე ბოლო კვირებში სერია A-ს დაუკავშირეს, ჯერ „იუვენტუსს“ და ახლა „ლაციოს“.

ვინ არის მიქაუტაძე?

2000 წელს დაიბადა, ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის და საქართველოს. მიქაუტაძე არის თავდამსხმელი, რომელიც ძირითადად ცენტრში თამაშობს, მაგრამ გარემარბის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. ის „მეცში“ გაიზარდა, ორი წელი იჯარით „სერენში“ გაატარა, ხოლო ბოლო სეზონში ლიგა 2-ში 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

თვისებები და პოზიცია

როგორც აღვნიშნეთ, მიქაუტაძეს შეუძლია, როგორც ცენტრში, ასევე ფლანგიდან თამაში სამკაციან შეტევაში. მას აქვს შესანიშნავი სისწრაფე და გამოირჩევა ბურთთან ერთად ტექნიკით.

კარიერა

მიქაუტაძეს ლიგა 1-ში დებიუტი 2019 წლის 7 დეკემბერს ჰქონდა „ნიცას“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 1:4 წააგო. სეზონის ბოლოს ის ბელგიაში გადავიდა. „სერენში“ მისი გავლენა ძალიან დადებითი იყო: პირველ სეზონში მეორე დივიზიონში 19 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს იუპილერ ლიგაში გადასვლაში დაეხმარა. უმაღლეს დივიზიონში მეორე სეზონში 28 თამაშში 9 გოლი გაიტანა. 2022-2023 წლების სეზონში ის გახდა 23 გოლით საუკეთესო ბომბარდირი ლიგა 2-ში და „მეცს“ ლიგა 1-ში გადასვლაში დაეხმარა.

მიქაუტაძე „ლაციოში“?

მიქაუტაძის სათამაშო თვისებებიდან გამომდინარე, სარის თამაშში მნიშვნელოვანი იქნებოდა. „ლაციოს“ უკვე ჰქონდა კონტაქტი „მეცთან“, რომელიც ქართველში 20 მილიონს ითხოვს. „ბიანკოჩელესტეს“ პირველი შეთავაზება L’Equipe-ს ცნობით 15 მილიონი ევრო იყო. მოლაპარაკებები გრძელდება“, - წერს გამოცემა.

0.114761