ფეხბურთი

20:28 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ შეიძლება დონარუმა გაყიდოს

„პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება შესაძლოა ჯანლუიჯი დონარუმას მოუწიოს. იტალიური მედიის ცნობით, იტალიელი მეკარე ახალ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს არ მოსწონს.

ესპანელი სპეციალისტი დონარუმას ფეხით თამაშს უნარს უწუნებს, რის გამოც, უნდა, რომ კლუბმა ახალი მეკარე შეიძინოს. თუმცა, ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული არაფერია ცნობილი.

თავის მხრივ, ძნელი იქნება დონარუმასთვის შესაფერისი კლუბი მოძებნა, რადგან პრაქტიკულად ყველა გრანდს ჰყავს მეკარე ან სატრანსფერო ბაზარზე ჰყავს შერჩეული ახალი კიპერი.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლიდან თამაშობს და 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე იტალიელმა სახელი „მილანში“ თამაშით გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112147