ფეხბურთი

14:44 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცში" 15 მილიონზე უარი თქვეს და გიორგი მიქაუტაძის ფასი დაასახელეს

ფრანგული „მეცი“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძეს 20 მილიონ ევროდ აფასებს და ამაზე ნაკლებად მის გაყიდვას არ აპირებს.

როგორც გამოცემა L’Equipe წერს, ფრანგებმა უკვე მიიღეს 15-მილიონიანი შეთავაზება ბონუსების გარეშე (ინგლისური „ბარნლისგან“), მაგრამ ინგლისელები უარით გაისტუმრეს. „მეცში“ დარწმუნებული არიან და ელოდებიან, რომ 22 წლის ქართველის ტრანსფერით ბონუსების ჩათვლით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.

გიორგით „ბარნლის“ გარდა, რომის „ლაციო“ და გერმანული კლუბი (სახელი უცნობია) არიან დაინტერესებული, თუმცა, 15 მილიონს არც მათი შეთავაზებები აღემატებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან ახალი სეზონისთვის მზადება კლუბში 11 ივლისს უკვე დაიწყო.

0.138253