11:48 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ შესაძლოა ტიაგო ალკანტარა დაიბრუნოს

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა, შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, კატალონიელები 32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავენ. კარგი შეთავაზების შემთხვევაში, „ლივერპული“ მზად იქნება ნახევარმცველს დაემშვიდობოს.

ალკანტარა „ბარსელონას“ აღზრდილია. ის კატალონიელთა ძირითად გუნდში 2011 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა. 2022/2023 წლების სეზონში ესპანელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი მერსისაიდელებთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

0.11878