ფეხბურთი

2:25 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა სერია B-ს კლუბში გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ გეგმებში ლეონარდო ბონუჩი აღარ შედის. იტალიური მედიის ცნობით, კლუბმა 36 წლის მცველს აცნობა, რომ მომდევნო სეზონში ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილება.

ახლა ბონუჩიმ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - დარჩეს და დათანხმდეს უმეტესწილად სათადარიგო სკამზე ყოფნას, თუ გუნდი დატოვოს. ლეოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პრესაში წერენ, რომ ბონუჩის დამატების სურვილი გენუის „სამპდორიას“ აქვს, რომელიც სერია B-ში თამაშობს. ლიგურიელების მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლოა, ბონუჩის ყოფილი თანაგუნდელი „იუვენტუსიდან“ და იტალიის ნაკრებიდან, ასევე მწვრთნელიც 2020-2021 წლების სეზონში. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს. თუმცა, ბონუჩის „სამპაში“ გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს, რადგან ახლა „იუვეში“ სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, გენუელებს კი ცხადია ასეთი თანხის გადახდა არ შეუძლიათ. არის კიდე ერთი ვარიანტი - MLS-ში კარიერის გაგრძელება, მაგრამ „სამპდორია“ უფრო რეალურია.

ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ჩატარებული თამაშების რაოდენობით ის „იუვეს“ ისტორიაში მეექვსე პოზიციაზეა. ბონუჩის ასევე უთამაშია „ტრევიზოში“, „ინტერში“, „ბარისა“ და „მილანში“.

0.102427