ფეხბურთი

18:25 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ 18 წლის იტალიელი ტალანტის ტრანსფერი დაადასტურა

„პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიელი ტალანტი შერ ნდური დაიმატა. ის ბოლოს „ბენფიკაში“ ირიცხებოდა, მაგრამ პარიზში უფასოდ გადავიდა.

18 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ძალიან აღელვებული, მაგრამ ბედნიერი ვარ. პირველ რიგში იმიტომ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემთვის პატივის აქ ყოფნა და ამ ოჯახის ნაწილი ვიყო“, - თქვა 18 წლის იტალიელმა.

ნდური 2004 წელს ბრეშაში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო, შემდეგ „ატალანტას“ აკადემიაში იყო, ხოლო 2020 წელს „ბენფიკას“ შეუერთდა. მას პორტუგალიელებთან კონტრაქტი ამოეწურა, შესაბამისად, პსჟ-ში უფასოდ გადავიდა.

შერ ნდური იტალიის ასაკობრივი ნაკრებების წევრიცაა, ერთხელ რობერტო მანჩინიმ ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზეც იხმო, მაგრამ „სკუადრა აძურაში“ ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

0.114764