„ბარსელონა“ ბრაზილიური ფეხბურთის ტალანტი ვიტორ როკე დაიმატა. 18 წლის ფეხბურთელთან ესპანელებმა კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმეს.
ის „ბარსას“ 2024-2025 წლების სეზონიდან შეუერთდება, მანამდე კი „ატლეტიკო პარანაენსეში“ დარჩება, რომლის რიგბში ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო 66 მატჩის ჩატარება და 22 გოლის გატანა. მანამდე მან „კრუზეიროშიც“ ითამაშა.
ვიტორ როკეს ბრაზილიის ნაკრებშიც ჰქონდა უკვე დებიუტი. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ მის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში არც მეტი, არც ნაკლები, 500 მილიონი ევრო მიუთითა. ასე რომ, თუ მომავალში რომელიმე კლუბს მისი შეძენა მოუნდება, „ბლაუგრანასთვის“ 500 მილიონის გადახდა მოუწევს...