სხვა

2:30 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფრენბურთი: საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სერბეთი დაამარცხა!

საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა გოგონებმა ფავორიტად შერაცხული სერბეთის ნაკრები მისსავე მოედანზე 3:2 დაამარცხეს. მასპინძლებმა პირველი სეტი 16:25 დათმეს, მაგრამ მომდევნო ორი სეტი 25:18 და 25:14 მოიგეს, რითაც გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

თუმცა, საქართველოს ნაკრები არ გატყდა და თამაში გადაარჩინა. ჩვენმა ფრენბურთელებმა მეოთხე სეტში 25:21 იმარჯვეს და ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო გადამწყვეტი სეტი 15:9 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესოები 18-18 ქულით მელანია კაციტაძე და მაგდა კობაიძე იყვნენ, ხოლო მარიამ მუშკუდიანმა 17 ქულა დააგროვა. მომდევნო ტურში ქართველი გოგონები 12 ივლისს, ბულგარეთის ნაკრებს შეხვდებიან.

0.123832