ფეხბურთი

11:32 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "მესისთან შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისაუბრა, რატომაც ვერ მოხერხდა ლიონელ მესის დაბრუნება. როგორც მან თქვა, შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ შემდეგ არგენტინელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

„შეთანხმება გვქონდა, ფეხბურთელსაც უნდოდა დაბრუნება, მამაც თანახმა იყო, მაგრამ რიტმი განსხვავებული იყო. ორივეს ვუთხარით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, როგორც კი ფინანსური სამართლიანი თამაშის წესი ამის საშუალებას მოგვცემდა, კონტრაქტზეც შევთანხმდით. შემდეგ კი ხორხე (მესის მამა - რედ) მოვიდა ჩემთან „ინტერ მაიამიზე“ სასაუბროდ, მითხრა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რადგან მესიმ ორი რთული სეზონი გაატარა პარიზში, მასზე დიდი ზეწოლა იყო და მაიამიში უფრო მშვიდი გარემო იქნებოდა“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ინტერ მაიამის“ შეუერთდა და ამიერიდან MLS-ში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112427