ფეხბურთი

1:27 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძეს MLS-ის კლუბი იწვევს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შესაძლოა MLS-ში გადავიდეს და კარიერა „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელოს.

თურქული მედიის ცნობით, ამერიკული კლუბის ხელმძღვანელობა „ჰატაისპორს“ საბას ტრანსფერზე დაუკავშირდა. როგორც ცნობილი ხდება, ლობჟანიძეზე გადაწყვეტილებას ანტაკიელთა მთავარი მწვრთნელი ვოლქან დემირელი მიიღებს.

საბა „ჰატაისპორის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო ბოლო ორი სეზონი, თუმცა მიწისძვრის შემდეგ განათხოვრებული „კარაგუმრუკში“ გახლდათ, სადაც ასევე შეძლო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება.

„ჰატაისპორმა“ ცოტა ხნის წინ გიორგი აბურჯანია დაიმატა, რომელმაც სადებიუტო მატჩში „ჰალ სიტისთან“ (1:1) საგოლე პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ MLS-ში თავის დროზე ორ ქართველს უთამაშია, გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს.

0.12732