საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესი დიდია და ჯერ უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
olympique-et-lyonnais წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი „ლიონში“ დაბრუნებაზე ოცნებობს, სადაც ის ბავშვობის წლებში თამაშობდა და სადაც დაიბადა. წყარო შესაძლო ტრანსფერის სხვა უფრო კონკრეტულ დეტალებზე არაფერს წერს, მაგრამ ცნობილია, რომ "ლიონში" ტრანსფერის შანსი მიმდინარე ზაფხულს მცირეა.
გიორგი „ლიონს“ ადრეც დაუკავშირეს, მაგრამ „ლომების“ შეტევა ამ ეტაპზე დაკომპლექტებულია და თუ ვინმე კლუბს არ დატოვებს, „ოლიმპიკში“ მისი დაბრუნების შანსი არცთუ ისე დიდი იქნება. სიტუაციას ისიც აფერხებს, რომ "მეცი" "ლიონისთვის" მაღალ ფასს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და 23 გოლით ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. 22 წლის ქართველს ასევე უკავშირებენ „ბარნლის“ და ტურინის „იუვენტუსსაც“.