ფეხბურთი

10:47 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე მომავალ სეზონში პსჟ-ში დარჩება, თუნდაც სათადარიგოთა სკამზე გაამწესონ

ფრანგმა საფეხბურთო ექსპერტმა, დანიელ რიოლომ, განაცხადა, რომ თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პსჟ-ს არ დატოვებს.

„მბაპე მომავალ სეზონში პსჟ-ში იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბმა მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა, მბაპე კლუბში დარჩება. ის მზადაა შეეგუოს ამ სიტუაციას“, - ციტირებს რიოლოს სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ პსჟ-ს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბთან ხელშეკრულების განახლებას არ აპირებდა. ფრანგს კონტრაქტი პარიზელებთან 2024 წლამდე აკავშირებს.

მბაპეს კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი მადრიდის რეალია.

გასულ სეზონში 24 წლის ფორვარდმა პსჟ-ის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, 29 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეარულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116536