ფეხბურთი

10:08 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლომ „იუვენტუსის“ ყოფილ პრეზიდენტს, ანიელის, კიდევ 16 თვით შეუჩერა საფეხბურთო საქმიანობა

„იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, ახალი დისკვალიფიკაცია მიიღო - გვამცნობს ANSA.

ფეხბურთელების ხელფასებთან დაკავშირებული თაღლითობის საქმის გამო, სასამართლომ მას სასჯელი კიდევ 16 თვით გაუხანგრძლივა. ანდრეამ ასევე უნდა გადაიხადოს ჯარიმა 60 000 ევროს ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ წლეულს იანვარში იტალიის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ „იუვენტუსის“ ყოფილი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო. გუნდის ყოფილ დირექტორს, ფაბიო პარატიჩის საფეხბურთო საქმიანობა ორწელიწადნახევრით აუკრძალეს, ექს-პრეზიდენტ ანდრეა ანიელის - ორი წლით, ამდენივე ხნით ვეღარ იმუშვებს ფეხბურთში მაურიციო არივაბენე.

კლუბის სხვა ყოფილ დირექტორებს, ფედერიკო ჩერუბინსა და პაველ ნედვედს, თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისად, ერთი წლით, ასევე ოთხი და რვა თვით შეუჩერეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116899