ფეხბურთი

21:25 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე? შეიძლება იყოს შეთავაზება, რაზეც "მეცი" უარს ვერ იტყვის"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძის მომავალზე ისაუბრა. როგორც რუმინელმა აღნიშნა, ქარის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებს და „მეცი“ უარს ვერ იტყვის კონკრეტულ შეთავაზებაზე:

„საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მიქაუტაძე „რენის“ წინააღმდეგ გოლს გაიტანს (იღიმის - რედ). სერიოზულად კი გეტყვით, რომ ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ქარის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გავაკეთებ. თუ იქნება შეთავაზება, რომელზეც „მეცი“ უარს ვერ იტყვის, მაშინ ისინი ტრანსფერს დათანხმდებიან, ვიცი. მესმის და ვენდობი კლუბის ხელმძღვანელობას. ჩემი საქმეა გუნდი მოვამზადო ხანგრძლივი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების მიხედვითაც“, - თქვა ბოლონიმ.

„მეცი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს, „რენს“ ესტუმრება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ „მარსელს“ უმასპინძლებს. მანამდე ლაშლო ბოლონის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, „რასინგ უნიონის“, „სერენის“, „ტრუას“, „სოშოს“, „ამიენისა“ და „ჰერენვენის“ წინააღმდეგ.

გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, არაერთ კლუბს უკავშირებენ. გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ „მეცში“ გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდეს. ბოლონი მასაც იცნობს, რადგან „გენტში“ ერთად მუშაობა მოუწიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112003