ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილი, დანიელ მალდინი კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ტოსკანელებმა 21 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატეს. დანიელმა გასული სეზონი იჯარით „სპეციაში“ გაატარა, სადაც 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მან „მილანში“, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, 24 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.