ფეხბურთი

15:00 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"გენტთან" შეთანხმება მიღწეულია, გიორგი ჩაკვეტაძე "მეცის" ფეხბურთელი გახდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს და „მეცის“ წევრი გახდება.

როგორც ფრანგი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, „მეცმა“ ბელგიურ „გენტთან“ ერთწლიან იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს ხანში დადასტურდება.

„მეცის“ ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, რომლის ლიდერობით კლუბი ფრანგული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა. ასე რომ, თუ გიორგი გუნდს არ დატოვებს, „მეცში“ მომდევნო სეზონში ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ გასული სეზონი იჯარით სლოვაკურ „სლოვანში“ გაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

0.353998