ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მცველმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონმა, ლუსი ბრონზმა, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის უარს, პირდაპირ გადაუხადოს ბონუსები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის, მკაცრად უპასუხა.
„ქალთა ფეხბურთში ბევრი ასეთი პრობლემაა - ამას მხოლოდ ჩვენს ნაკრებზე არ ვამბობ.
ბევრი გუნდია, სადაც მოთამაშეებს და ასოციაციებს უწევთ ბრძოლა თამაშის შესაცვლელად. ჩვენ ვაუმჯობესებთ თამაშს, ვცდილობთ ავიყვანოთ ის უფრო მაღალ დონეზე, უკეთესები ვიყოთ მოედანზე და მის გარეთაც.
საწყენია, რომ დღეს ქალთა სპორტში ზოგადად ასეთ საკითხებზე გვიწევს საუბარი. მაგრამ ვფიქრობ, ეს არის დიდი როლი, რომელსაც ბევრი სპორტსმენი, ბევრი ქალი ასრულებს საზოგადოების გასაუმჯობესებლად.“ - ციტირებს „ბარსელონას“ ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports.