ფეხბურთი

17:23 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ ზომერისთვის პირველი შეთავაზება მოამზადა

მილანის „ინტერმა," მიუნხენის „ბაიერნისა" და შვეიცარიის ნაკრების 34 წლის მეკარის, იან ზომერის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება მოამზადა. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, „ნერაძური“ გერმანულ კლუბში შეთავაზებას მას შემდეგ გააგზავნის, რაც გუნდის მეკარე ანდრე ონანას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაყვანის შესახებ გარიგება დასრულდება.

მოსალოდნელია, რომ სავარაუდო ფასი, რომელზეც მხარეები მოლაპარაკებებზე გაამახვილებენ ყურადღებას, 6 მილიონი ევრო იქნება. „ინტერი“ ასევე გეგმავს „შახტარიდან“ 21 წლის უკრაინელი მეკარის, ანატოლი ტრუბინის შეძენას, რომელსაც ზომერთან ერთად შეუძლია ონანას და ამ ზაფხულს გუნდიდან წასული სამირ ჰანდანოვიჩის შეცვლა.

ზომერი „ბაიერნში“ 2023 წლის იანვარში მიონხენგლადბახის „ბორუსიიდან“ გადავიდა. 2022/2023 წლების სეზონის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მეკარემ მიუნხენელთა შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10909