გრეგ პოპოვიჩმა წასვლა გადაიფიქრა და „სან ანტონიოსთან“ ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამრიგად, 74 წლის სპეციალისტი მომდევნო 5 სეზონი ისევ ტექსასელებში იმუშავებს.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ის 73 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მოგეხსენებათ, „სან ანტონიოში“ სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, რომლისთვისაც პოპოვიჩთან მუშაობა დიდი გამოცდილება და სკოლა იქნება.
გრეგმა „სან ანტონიო“ 1996 წელს ჩაიბარა და უკვე 27 წელია „სპურსს“ უცვლელად ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში ის 5-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი, 1999, 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში, სამჯერ დაასახელეს NBA-ს სეზონის მწვრთნელად (2003, 2012 და 2014), ოთხჯერ კი NBA-ს „ოლ სტარის“ გუნდს უხელმძღვანელა.
პოპოვიჩი „სან ანტონიოს“ პარალელურად სხვადასხვა პერიოდში აშშ-ს ნაკრებსაც წვრთნიდა, რომელსაც 2003 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, 2020 წელს კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. გარდა ამისა, 2004 წელს, ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელიცაა.