ფეხბურთი

10:25 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი მბაპეზე: "ჩვენზე თუ ასე ფიქრობს, კლუბს რატომ არ ტოვებს?"

კილიან მბაპესა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დიდი განხეთქილებაა და როგორც ჩანს, ფრანგი ვარსკვლავის პარიზიდან წასვლა გარდაუვალია.

მბაპემ ერთ-ერთ ინტერვიუში კრიტიკული განცხადებები გააკეთა, რამაც მისი თანაგუნდელებიც გააბრაზა. კილიანმა განაცხადა: „მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ზოგადად, ყოველთვის გამარჯვება მსურს, მაგრამ ამაში პსჟ-ში თამაში ხელს არ მიწყობს. კლუბი გაყოფილია და გუნდიც გაყოფილია“.

მბაპეს ამ სიტყვებს პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გამოეხმაურა:

„თუ ასე ფიქრობს ჩვენზე, რატომ არ მიდის? ეს არის პატივისცემის ნაკლებობა პსჟ-ს, როგორც კლუბის, სამწვრთნელო შტაბისა და მისი თანაგუნდელების მიმართ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ RMC Sport-თან.

აღსანიშნავია, რომ მბაპე უარს ამბობს კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2024 წელს იწურება, ხოლო პსჟ-ს ხელმძღვანელობას ასეთ შემთხვევაში მისი გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123103