ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი ნოა ლანგი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას პსვ ეინდჰოვენში გააგრძელებს.
24 წლის ფეხბურთელთან „ფილიპსელებმა“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ნოა ლანგის კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, ხოლო 2020 წელს ბელგიაში გადავიდა, სადაც „ბრიუგეში“ ჩაირიცხა, რომლის მაისურით დღემდე 125 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში მას 8 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.