„პარი სენ ჟერმენმა“ სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი კან ინ ლი დაიმატა. ფრანგულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის შემტევში პარიზელებმა „მალიორკას“ 22 მილიონი ევრო გადაუხადეს და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
კან ინ ლი „მალიორკაში“ ბოლო ორი სეზონი თამაშობდა და 73 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ვალენსიას“ წევრი იყო, სადაც სამ სეზონში 62 თამაშში 3 გოლის გატანა შეძლო.