ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა, უნიკალურ მიღწევას უწია - გუნდმა ახლახან დასრულებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაში მოიგო და არც ერთი გოლი გაუშვია.
შაბათს, 8 ივლისს, ბრიტანელებმა რთულ ფინალურ მატჩში, ბათუმში, ესპანეთი მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხეს. ერთადერთი გოლი „ლივერპულის“ ნახევარმცველმა, კერტის ჯონსმა გაიტანა. ამგვარად, ტურნირზე ჩატარებულ ექვს მატჩში გუნდს ერთხელაც არ წაუგია.
ინგლისელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი გამარჯვება მოიპოვეს ერთნაირი ანგარიშით - 2:0, ჩეხეთთან, ისრაელთან და გერმანიასთან. ფლეი-ოფის მატჩებში „ლომები“ პორტუგალიელებზე (1:0) და ისრაელელებზე (3:0) ყოჩაღები აღმოჩნდნენ. გატანილი და გაშვებული გოლების საერთო სხვაობა კი - 11:0 აქვთ.
ტურნირის ფინალურ მატჩში, დაწინაურებულ ინგლისელებთან, ესპანელებს გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ: მსაჯმა ბოლო წამებზე პენალტი დანიშნა ბრიტანელთა კარში, მაგრამ ფორვარდმა აბელ რუისმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.