ფეხბურთი

18:05 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" დე ვრეის ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მილანის „ინტერმა“ სტეფან დე ვრეის კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა და ნიდერლანდელი მცველი იტალიაში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

გასულ სეზონში მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, თუმცა მხარეებმა თანამშრომლობის განახლებაზე შეთანხმებას მაინც მიაღწიეს.

სტეფან დე ვრეი „ინტერმა“ 2018 წელს დაიმატა და მას შემდეგ 203 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ნიდერლანდელი როტერდამის „ფეიენოორდსა“ და რომის „ლაციოში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113442