„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ჭორები არ აინტერესებს, რადგან იცის, რასაც აკეთებს.
„საფრანგეთში ყველა ხედავდა ჩემს ზრდას, ყოველთვის ხედავ, ყოველ კვირას პსჟ-ში ან საფრანგეთის ნაკრებში. ახალგაზრდა ვარ და მქონდა შესაძლებლობა მენახა, რას აკეთებდნენ რონალდუ, მესი და დიდი ფეხბურთელები. ვფიქრობ, პსჟ გაყოფილი გუნდია, ასე რომ, ცხადია, ჭორებს იზიდავს. თუმცა, ეს არ მაწუხებს, ვიცი, რასაც ვაკეთებ“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-ში ულტიმატუმი წაუყენეს - ან კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, ან მიმდინარე ზაფხულს გაყიდიან. ფრანგ ფეხბურთელს მადრიდის „რეალის“ გარდა, „ლივერპულს“ და „არსენალსაც“ უკავშირებენ.