მილანის „ინტერის“ მეკარე ანდრე ონანა თანახმაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. Sky Sport-ის ცნობით, კამერუნელმა მეკარე მზადაა ინგლისურ გრანდს შეუერთდეს.
ონანას „ინტერთან“ 5-წლიანი კონტრაქტი აქვს შეთანხმებული და ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა. „მანჩესტერი“ იტალიურ გუნდს ბონუსის სახით 55 მილიონ ევროს სთავაზობს და დიდი შანსია შეთანხმება შედგეს.
ანდრე ონანამ კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, სადაც ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობდა, რომელიც ახლა „მანჩესტერის“ მწვრთნელია. კამერუნელი „ინტერში“ 2022 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა.