ფეხბურთი

17:59 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ურუგვაელი ნახევარმცველი დაიმატა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ნიჭიერი ურუგვაელი ფეხბურთელი მანუელ უგარტე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

უგარტე 2021 წლიდა „სპორტინგში“ თამაშობდა და 85 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ფენიქსისა“ და „ფამალიკაოს“ წევრი იყო, ურუგვაის ნაკრებში კი 8 თამაში აქვს ჩატარებული.

0.129614