ფეხბურთი

16:34 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის პრეზიდენტი: "ანჩელოტის ჯერ იტალიის ნაკრების პრობლემები გადაეჭრა"

ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან ღიად ისაუბრა.

„ანჩელოტი შესანიშნავია, მაგრამ ის არასდროს ყოფილა იტალიის ნაკრების მწვრთნელი. რატომ არ წყვეტს პირველ რიგში იტალიის პრობლემებს, რომელიც ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ არ მონაწილეობდა?

მე დინიზის მომხრე ვარ, ის ძლიერი პიროვნებაა და გასახდელს მართავს. ძალიან ადვილია ევროპული კლუბის მწვრთნელობა, სადაც საერთაშორისო დონის 11 ფეხბურთელია, რთულია „კორინთიანსში“ მუშაობა და მაინტერესებს ანჩელოტი „კორინთიანსის“ მწვრთნელად. პრობლემა დინიზი კი არ არის, არამედ ის, რომ აღარ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, როგორც წინა ეპოქებში“, - განაცხადა ლულამ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას კარლო ანჩელოტი 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. მანამდე „სელესაოს“ დროებით „ფლუმინენსეს“ მწვრთნელი ფერნანდო დინიზი გაწვრთნის.

კარლო ანჩელოტი 1992-1995 წლებში იტალიის ნაკრებში არიგო საკის სამწვრთნელო შტაბში იყო, თუმცა მთავარ მწვრთნელად სანაკრებო დონეზე არასდროს უმუშავია. წარსულში მან იტალიის ნაკრების გაძღოლაზე უარი რამდენჯერმე თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103532