„მილანი“ ახლოსაა ლონდონის „ჩელსის“ და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველის, კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერთან.
Sky Sport-ის ცნობით, გარიგების წარმატებით დახურვა ერთ ნაბიჯშია. იტალიელები პულიშიჩში 20 მილიონ ევროს და ბონუსებს იხდიან, ის „ჩელსის“ გეგმებში არ შედის, შესაბამისად, კლუბს დატოვებს.
პულიშიჩი „ჩელსის“ 2019 წელს შეუერთდა და 145 მატჩში 26 გოლი გაიტანა, მანამდე ის ოთხი სეზონი „დორტმუნდში თამაშობდა, სადაც გაითქვა კიდეც სახელი და 127 შეხვედრაში თავი 19 გოლით გამოიჩინა.