ფეხბურთი

2:00 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" დირექტორი: "ინსტაგრამზე ყალბი ექაუნთი მაქვს ფეხბურთელების ცოლების შესამოწმებლად"

მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ თქვა, რომ ინსტაგრამზე ყალბი გვერდი აქვს, რომლის მეშვეობით ფეხბურთელების ცოლებს ამოწმებს...

„მე არ მაქვს ინსტაგრამის ოფიციალური ექაუნთი. ყალბი გვერდი გავაკეთე ფეხბურთელების ცოლების შესამოწმებლად, რადგან ზოგიერთმა მათგანმა პრობლემები შემიქმნა. ცოლებისა და შეყვარებულებისაგან ბევრი რამის გაგება შეგიძლია, თუნდაც ფეხბურთელების პიროვნების შესახებ.

გარდა ამისა, ინსტაგრამზე ვაკვირდები სხვა გუნდის ფეხბურთელებს, თუმცა თავიდან ფეხბურთელის მეუღლისთვის შევქმენი, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდა“, - თქვა აუზილიომ.

„ინტერის“ სპორტული დირექტორი არ დაკონკრეტებულა რომელი ფეხბურთელის ცოლს ამოწმებდა ინსტაგრამით. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მან ეს თავის დროზე ვანდა ნარას გამო გააკეთა, როდესაც მაურო იკარდი "ინტერში" თამაშობდა. ვანდა ცნობილია სკანდალებით და ქმრის კარიერაზე დიდი გავლენით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117474