ფეხბურთი

13:20 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტონალი: "მილანის" დატოვება ყველაზე რთული არჩევანი იყო, მაგრამ ეს საჭირო მომენტში გავაკეთე"

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა სანდრო ტონალიმ იტალიურ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ინგლისში გადავიდა. როგორც მან თქვა, მის კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო „მილანის“ დატოვება, მაგრამ ეს საჭირო მომენტში მოხდა.

„ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე რთული არჩევანი, მაგრამ არჩევანი, რომელიც ახლა უნდა გაგვეკეთებინა. „მილანმა“ შვილივით მიმიღო და ეს მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სამუდამოდ მადლობელი ვიქნებით მათი, ყველა მიყვარს, ვისთანაც ვმუშაობდი და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები. ყოველთვის ვუყურებ „მილანის“ მატჩებს და ყოველთვის მათი ქომაგი ვიქნები. თუმცა, ეს იყო არჩევანი, რომელიც უნდა გამეკეთებინა და ეს საჭირო დროს გავაკეთე“, - თქვა ტონალიმ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი „მილანში“ 2020 წლიდან თამაშობდა, „ნიუკასლში“ კი 70 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11651