11:20 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ პსჟ-ის სათამაშო სტილზე ისაუბრა

პსჟ-ის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გაამხილა, თუ რა სტილში ითამაშებს გუნდი მისი ხელმძღვანელობით.

„ჩემი საფეხბურთო იდეა არის შემტევი ფეხბურთი, გულშემატკივრების გართობა და უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთი, რომელიც კარგ შედეგს იძლევა. ეს ჩემი ამოცანაა. კლუბი დამეხმარება. ვფიქრობ, გულშემატკივრებს მოეწონებათ ის, რაც მოხდება.“ - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს RMC Sport.

ენრიკეს ბოლო სამუშაო ადგილი ესპანეთის ნაკრები გახლდათ, რომელიც მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

პარიზელთა წინა მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

0.113824