ფეხბურთი

22:29 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ბასტონის და ჩალჰანოღლუს ახალი კონტრაქტები გაუფორმა

მილანის „ინტერმა“ ალესანდრო ბასტონის და ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. იტალიური კლუბის ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბასტონი „ინტერში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო თურქი ნახევარმცველი - 2027 წლის 30 ივნისამდე.

ალესანდრო ბასტონი „ინტერმა“ 2019 წელს დაიმატა და მას შემდეგ მან 164 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ჩალჰანოღლუ „ნერაძურიში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და 95 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133964