ფეხბურთი

19:45 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუს ენრიკე "პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელია

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე დაინიშნა. ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელმა სპეციალისტმა პარიზელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კრისტოფ გალტიე შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

„მოხარული ვარ, რომ პსჟ-ს შევუერთდი. ძალიან საინტერესოა ახალი ხალხის გაცნობა, ამ ქალაქში ცხოვრება, ახალი ენის შესწავლა და უპირველეს ყოვლისა პსჟ-ს ხელმძღვანელობა. ეჭვი არ მეპარება, რომ დიდებული გუნდი ვიქნებით“, - თქვა ესპანელმა.

ლუის ენრიკე ბოლოს ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო მანამდე „ბარსელონას“, ვიგოს „სელტას“ და „რომას“ მთავარი მწვრთნელი იყო.

0.142859