ფეხბურთი

2:20 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობერტო ფირმინო საუდის არაბეთში ითამაშებს

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „ალ-აჰლის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ფირმინომ აზიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი ხელფასი კი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება. 31 წლის ფორვარდი „ალ-აჰლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ რობერტო ფირმინომ კარიერა „ფიგეირენსეში“ დაიწყო, შემდეგ კი სახელი გერმანულ „ჰოფენჰაიმში“ გაითქვა, ხოლო 2015 წლიდან „ლივერპულში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით 362 შეხვედრაში 111 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12026