ფეხბურთი

1:00 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ამ ფოტოდან 5 წელი გავიდა, მაშინ ამაზე ფიქრი ალბათ ფანტაზიის სფერო იყო"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც საინტერესოდ დაასათაურა.

ფოტოზე არის ორი ნაკრები, 19 და 21-წლამდე გუნდები, რომლებსაც სვანაძე ხელმძღვანელობდა და ფოტოებს შორის შუალედი 5 წელია, მაგრამ თაობა ერთია.

„პირველი ფოტოდან გავა 5 წელი და ეს ბიჭები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებენ. მაშინ ამაზე ფიქრი ალბათ ფანტაზიის სფერო უფრო იყო, მაგრამ არა ამ ბიჭებისთვის და მთლიანად შტაბისთვის. შრომა, თავდადება, ნიჭი, პროფესიონალიზმი, მიზანდასახულობა და პატრიოტიზმი, როცა ეს გუნდში გაქვს შეუძლებელი არაფერია.

5 წლის შემდეგ ეს ბიჭები ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებენ. ვამაყობ და ბედნიერი ვარ, ყველა იმ წუთისთვის, რაც ქვეყანას ერთად ვაჩუქეთ. უფრო დიდი გამარჯვებები წინაა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძე 2019-2021 წლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო 21-წლამდელებში 2021 წლიდან მუშაობს. მან ერთ მატჩში (ესტონეთთან) საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც უხელმძღვანელა.

0.158732