ფეხბურთი

0:21 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო სეზონსაც ირანის ჩემპიონის რიგებში გაატარებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გიორგიმ გასულ სეზონში ირანის ჩემპიონატში 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მანამდე ის „ზობ აჰანის“, „ნასაჯის“ და „სეპაჰანის“ ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოში „დინამო თბილისში“ თამაშობდა.

აქვე გეტყვით, რომ გველესიანმა „პერსეპოლისში“ გასულ სეზონში ირანის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121664