ფეხბურთი

23:38 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

„დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი „შეფილდ უენსდის“ მწვრთნელად დაინიშნა.

ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. შეფილდელებმა გასულ სეზონში ჩემპიონშიფის საგზური მოიპოვეს და მომდევნო სეზონს ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში გაატარებენ.

ჩისკომ სამწვრთნელო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, მერე კი „უოტფორდში“, „უესკასა“ და „ანორთოსისში“ იმუშავა. „უოტფორდი“ მან ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112374