რაგბიში მსოფლიოს 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რის შედეგადაც საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა.
საქართველოს არგენტინის გამარჯვება აძლევდა ხელს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, 70-ე წუთამდე სამხრეთამერიკელები იგებდნენ, პირველი ტაიმიც 16:7 მოიგეს, მაგრამ ბოლოს უპირატესობა გაანიავეს და 16:24 წააგეს.
შედეგად, პირველი ადგილი სამხრეთ აფრიკას ერგო, რომელმაც საქართველოს ურთიერთშეხვედრაში აჯობა, ხოლო საქართველო 9 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ასპარეზობას მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ლადო კილასონიას გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა, რადგან დაამარცხა არგენტინისა და იტალიის ნაკრებები პრაქტიკულად უშანსოდ და ტურნირის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ნახევარფინალში კი სამხრეთ აფრიკის გარდა, ინგლისის, ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ.