მილანის „ინტერი“ „ჩელსის“ ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს შესაძენად უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს - წერს La Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, „ნერაძური“ 30 წლის თავდამსხმელისთვის „არისტოკრატებს“ 30 მილიონ ევროს შესთავაზებს, ამ კვირაში „ინტერი“ და „ჩელსი“ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართავენ.
გასულ სეზონში ლუკაკუ „ინტერში" იჯარით თამაშობდა. ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა, მაგრამ მილანელებს რომელუსთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურთ.
სერია A-ს 2022/2023 წლების სეზონში ლუკაკუმ 25 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ ერთად ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მილანელები „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდნენ. იტალიის ჩემპიონატში „ინტერმა“ მესამე ადგილი დაიკავა.