ფეხბურთი

20:55 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარსელო ბროზოვიჩი საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს

„ინტერისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი „ალ-ნასრში“ ითამაშებს.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მარსელომ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და ამ პერიოდის განმავლობაში 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით. „ინტერს“ ტრანსფერში 18 მილიონი ევრო ერგო. მოგეხსენებათ, "ალ-ნასრის" რიგებში კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

მარსელო ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 330 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლოკომოტივას“ და „დინამო ზაგრების“ ღირსებას იცავდა.

0.114324