ფეხბურთი

16:55 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი: "მამარდაშვილს ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლია, მათ შორის "ინტერშიც"

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა Sportitalia-სთან გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ქართველ მეკარეს „ინტერს“ უკავშირებენ, ამიტომაც, იტალიურმა გამოცემა მასზე აზრი გამოცდილ მეკარეს ჰკითხა:

„შესანიშნავი მეკარეა, ძალიან მაღალი დონის. როდესაც მეკარე, გარდა იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა, ასევე ყოველწლიურად საგრძნობლად იხვეწება, მაშინ ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ვერ გაიგებ, რა არის მისი მაქსიმალური დონე. დღეს ვერ გეტყვით, სადამდე შეიძლება მივიდეს ამ გზის გაუმჯობესებით.

ის შეიძლება ძალიან საინტერესო არჩევანი იყოს ნებისმიერი გუნდისთვის. „ვალენსიაში“ არ არის ხელშეუხებელი, რადგან კლუბი იძულებულია ყოველწლიურად გაყიდოს ფეხბურთელები.

როგორც ვთქვი, ჩემი აზრით, მას მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, „ინტერსა“ და „მილანშიც“. ვფიქრობ, ის შეიძლება იყოს ძირითადი შემადგენლობის მეკარე ისეთ გუნდში, რომელიც ყოველ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს მომდევნო 15 წლის განმავლობაში. გიორგი ნამდვილად „ვალენსიას“ ყველაზე ღირებული ფეხბურთელია“, - თქვა კანისარესმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი მეკარე გასულ სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113135