ფეხბურთი

14:43 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილს "შახტარში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

დონეცკის „შახტარს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ნიდერლანდელი პატრიკ ვან ლეუვენი.

მან უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და „მეშახტეთა“ ისტორიაში 36-ე მწვრთნელია. ვან ლეუვენი „შახტარის“ აკადემიაში 2006-2013 წლებში მუშაობდა, მთავარ მწვრთნელად კი აქამდე თელ ავივის „მაკაბისა“ და „ზორიაში“ უმუშავია.

მოგეხსენებათ, „შახტარში“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს. უკრაინის ჩემპიონს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.

0.124463