„ლივერპულმა“ „ლაიფციგიდან“ დომინიკ შობოშლაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. უნგრელმა მერსისაიდელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ინგლისელებმა 22 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც მისი გამოსასყიდი ფასი იყო. უნგრელი „წითლებში“ 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
დომინიკ შობოშლაი „ლაიფციგში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 91 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლიფერინგისა“ და „ზალცბურგის“ წევრი იყო.