პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიკბოქსიორი ლუკა შონია ჩემპიონია გახდა და საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.
მან ფინალში უკრაინელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ფინალამდე ლუკამ მისვლა გუშინ მოახერხა, გადამწყვეტი ბრძოლა კი დღეს ჩაატარა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპული თამაშები 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.