ფეხბურთი

22:20 | 1.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეაუმ „მილანში“ სათამაშო ნომერი შეიცვალა

„როსონერის" პრესსამსახურის ცნობით, „მილანის" გარემარბმა, რაფაელ ლეაუმ, ახალი სეზონის წინ სათამაშო ნომერი შეიცვალა.

ახალ სეზონში პორტუგალიელი მეათე ნომრით ითამაშებს. მანამდე გარემარბი მე-17 ნომრით ირჯებოდა. ათიანი კი ბრაიმ დიასის „რეალში“ დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდა.

ლეაუ „მილანში“ ოთხი წელია (2019 წლიდან) თამაშობს. 2022/2023 წლების სეზონში პორტუგალიელმა „როსონერის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი მილანელებთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.061091