საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლაშა ხუცაიძე უხელმძღვანელებს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობას 33 დელეგატი ესწრებოდა და ახალი პრეზიდენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.
ვიცე-პრეზიდენტები გიორგი ჭოჭუა და მამუკა ნავერიანი იქნებიან. ფედერაციას გამგეობას კი დავით კვაჭაძის, ლევან ჯაჭვლიანის, იაკობ ბურდულისა და ნარიმან ნადირაშვილის სახით ოთხი წევრი ეყოლება.
საარჩევნო ყრილობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წესდების შესაბამისად, ფარული კენჭისყრით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს დავით წიკლაური იკავებდა.