ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც „ჩელსის“ ლეგენდამ აღნიშნა, ქართველი თანამედროვე ჯორჯ ბესტია.
„სპალეტიმ დიდი სამუშაო შეასრულა. მეგონა, რომ დარჩებოდა, მაგრამ რუდი გარსიაც მომწონს. „ნაპოლის“ მომდევნო სკუდეტოს მოგებაც შეუძლია, რატომაც არა? რა თქმა უნდა, სატრანსფერო ბაზარი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კიმი უნდა შეიცვალოს, შეიძლება ოსიმენიც წავიდეს. გარსია ტაქტიკურად მომზადებული მწვრთნელი და კარგი არჩევანია.
კვარაცხელია? ის სეზონის სიურპრიზი იყო, დიდებული ფეხბურთელია, თანამედროვე ჯორჯ ბესტია“, - თქვა ძოლამ.